30 мар. 2009 г.

სეიდაბადის გალავანი..

--

სეიდაბადის გალავნის ნანგრევები  მეტად მნიშვნელოვანი და მეტად ისტორიულია. 

ამ ნაგებობის  საძირკველი მე-12 საუკუნისაა, შემდეგ არაერთხელ განიცადა ნგრევა და აღდგენა. სეიდაბადის გალავანთან პირველი შემოსევის დროს 6 თვე შეაჩერეს თემურ ლენგი, აქვე, ამ გალავანთან ზურგით იდგა ერეკლეს ლაშქარი კრწანისის ბრძოლის დროს. აღა მაჰმადმა შემდეგ ძალზედ დააზიანა გალავანი, დაზიანებული და მორღვეული კარგად ჩანს ხარფუხის არაერთ ფოტოზე. ბოლოს, 1958 წელს, თბილისის 1500 წლის იუბილეს დროს აქ ააგეს 300 არაგველის ობელისკი და დადგეს მაჩაბელის კედელი. თავად ნაშთები კი მეტნაკლებად აღადგინეს, თუმცა ეს ნახევარი საუკუბნის წინ მოხდა და ახლა იქაურობა ერთობ სავალალო სანახავია. ნაგვით სავსე და ტყე ბუჩქნარში ჩკარგული... "ტფილისის ჰამქარმა"  მოაწყო დასუთავების  აქცია 2007 წლის ოქტომბერში...  თუმცა,  მიხედვას  დღესაც საჭიროებს

Комментариев нет:

Отправить комментарий